ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუნისი საუდის არაბეთს ბენ ალის ექსტრადიციას სთხოვს


Women gesture during a protest in Tunis, January 29, 2011

ტუნისის დროებითი მთავრობა საუდის არაბეთისაგან ითხოვს ტუნისის ყოფილი პრეზიდენტის ზინე ალ აბიდინ ბენ ალის ექსტრადიციას, რათა იგი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს და გაასამართლონ მისი როლისათვის საპროტესტო აქციაში მონაწლეთა ძალისმიერი მეთოდებით დარბევისათვის.

ტუნისის დროებითი მთავრობა საუდის არაბეთისაგან ითხოვს ტუნისის ყოფილი პრეზიდენტის ზინე ალ აბიდინ ბენ ალის ექსტრადიციას, რათა იგი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს და გაასამართლონ მისი როლისათვის საპროტესტო აქციაში მონაწლეთა ძალისმიერი მეთოდებით დარბევისათვის. ამას გარდა ტუნისის დროებითი მთავრობა საუდის არაბეთისაგან ითხოვს ინფორმაციას ნებ ალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ხუთშაბათს საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, რომ ნებ ალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და იგი საუდის არაბეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ფონზე ტუნისის დედაქალაქის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები დროებითი მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG