ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპა ლიდერების გადაწყვეტილების მოლოდინშია


ევროპა ლიდერების გადაწყვეტილების მოლოდინშია

ანალიტიკოსები ახალი რეცესიის შესახებ საუბრობენ

ევროზონის ლიდერებმა შესაძლოა პრობლემის გადაჭრის გზები გამონახონ. ამის შესახებ ხვალ უნდა გახდეს ცნობილი, რაც მსოფლიოს ინვესტორებს ახალ ოპტიმიზმს აძლევს. ევროზონაში შემქნილი ვითარების შესახებ ამერიკის ხმის კორესპონდენტი მილ არსეგა მუშაობდა.

ანალიტიკოსების ინტერესი ახალმა ბიზნესკვლევამ გამოიწვია, რომელიც ევროზონაში უნდობლობის გაჩენაზე მიუთითებს. “მენეჯერების ინდექსი” რომელიც ბიზნეს აქტიურობას ზომავს აჩვენებს, რომ ქარხნებს შეკვეთები უკვე მესამე თვეა, რაც შეუმცირდათ, ხოლო მომსახურების სექტორში უკვე მეორე თვეა რაც სერიოზული ვარდნაა. რაბობანკის ანალიტიკოსი რიჩარდ მაკგვაიერი ამბობს, რომ ევროპის ეკონომიკის შემცირების ნიშნები სახეზეა.

„ჩვენი ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ევროზონაში რეცესიის მალე დაწყების შანსები 50/50-ზეა. ცხადია, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ევროზონაში საბიუჯეტო ვალის კრიზისი, რისკებიც იზრდება,“ - ამბობს მაკგვაიერი.

ამ ვითარებაში ევროზონის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაც არ არის დაცული.

მართალია რეცესიის დარტყმა გერმანიის სერვისსექტორმა ოქტომბერში თავიდან აიცილა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით წარმოების სფეროზე, სადაც ბოლო ორი წლის მანძილზე ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირდა. ბაზრის ეკონომისტი პოლ სმიტი ამბობს, რომ ევროპაში წარმოების და მომსახურების სექტორში კიდევ უფრო უარეს ვითარებას უნდა ველოდოთ.

„ხალხი შეკვეთებს აყოვნებს და ეს კი იწვევს იმას, რომ ჩვენ ვკარგავთ ამ ორ სფეროს რადგან რეცესია აქაც ძლიერდება,“ - ამბობს სმიტი.

ხელახალი რეცესიის საფრთხის მიუხედავად საფონდო ბირჟები გუშინ იმედისმომცემი სიახლით გაიხსნა, კერძოდ ევროპის ლიდერებმა შესაძლოა მიაღწიონ შეთანხმებას საბერძნეთის უზარმაზარი ვალის გადაჭრის გეგმასთან დაკავშირებით. თუმცა ბაადერბანკის ანალიტიკოსი რობერტ ჰალვერი ამბობს, რომ მოლოდინები ძალიან მაღალია. მისი თქმით, თუკი ოთხშაბათს არ იქნა შეთანხმება მიღწეული, ეს ფინანსური ბაზრების უდიდეს იმედგაცრუებას გამოიწვევს.

ხვალ ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში იკრიბებიან. ევროზონის ქვეყნები მათი გადაწყვეტილების მოლოდინში არიან, რომ ისინი კრიზისის დასაძლევად დიდი ოდენობის თანხების გამოყოფას შეძლებენ. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დრო აღარ ითმენს.

XS
SM
MD
LG