ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრიპოლი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე


ტრიპოლი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე
ტრიპოლი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე

გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოების ცნობით, ლიბიის დედაქალაქის მაცხოვრებლებს სასწრაფო დახმარება სჭირდებათ. გაეროს მოხსენებაში ნათქვამია, რომ ტრიპოლიში განსაკუთრებული დეფიციტი სამედიცინო მასალებზე დ ვაქცინებზე შეინიშნება. მოსახლეობას ასევე არ მიეწოდება ელექტროენერგია. დედაქალაქში თითქმის აღარ არის საწვავი. ასევე არასახარბიელო ვითარებაა შექმნილი საკვებთან დაკავშირებით. დეფიციტთან ერთად გაზრდილია ფასები. მოხსენების თანახმად ვითარება კიდევ უფრო გაუიარესდება თუკი ქვეყანაში კონფლიქტი გაგრძელდება. დღეს ტრიპოლიში გაეროს სპეციალური დესპანი ჩავიდა. აბდელ ელა ალ-ხათიბმა გუშინ მოლაპარაკებები გამართა ქალაქ ბენღაზიში გამაგრებულ ოპოზიციის ლიდერებთან. დღეს კი, ის კადაფის ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა. გუშინვე ლიბიის მთავრობამ გაავრცელა განცხადება და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი საავადმყოფოს დაბომბვაში დაადანაშაულა. ლიბიის მთავრობის განცხადების თანახმად, ამ დაბომბვას 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG