ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს ავიაციის შეცდომა


ნატოს ავიაციის შეცდომა
ნატოს ავიაციის შეცდომა

ლიბიის ქალაქ ბერგას მახლობლად ნატოს ავიაციამ შეცდომით მეამბოხეთა კოლონა დაბომბა, ამ თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

როგორც ამბობენ ერთ-ერთმა მეომარმა ჰაერსაწინაღო იარაღი გაისროლა, თუმცა გაურკვეველია ის აჯენყებულთა ჯგუფში გარეული კადაფის ჯაშუში იყო, თუ ოპოზიციის მებრძოლი, რომელსაც ჰაერში სროლით სურდა გამოეხატა სიხარული.

ოპოზიციონერთა კოლონა ბერგასკენ მიემერთებოდა, როემლიც რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში ამ რაიონში მიმდინარე ბრძოლების დროს.

მეამბოხეთა შეიარაღებული ნაწილები ფაქტიურად ომში გამოუცდელი მოხალისეებისგან შედგება, რომელთაც არ შეუძლიათ რაიმე სამხედრო ოპერაციის ჩატარება. ამჟამად ოპოზიცია ცდილობს ყოფილი სამხედროების მობილიზებას და ფრონტის ხაზზე გაგზავნას მდგომარეობის გამოსწორების მიზნით.

XS
SM
MD
LG