ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაჰრეინში კვლავ გამოსვლებია


ბაჰრეინში კვლავ გამოსვლებია
ბაჰრეინში კვლავ გამოსვლებია

შიიტი მუსლიმების უფლებები, რომლებიც ქვეყანაში უმრავლესობას წარმოადგენენ, ყველა სფეროში იზღუდება.

ბაჰრეინში მთავრობის სახლის წინ ანტი-სამთავრობო დემონსტრაციის ათასობით მონაწილე შეიკრიბა ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმების მოთხოვნით.

დემონსტრაციის მონაწილეები პრემიერ მინისტრი შეიხ სალმან ალ ხალიფას გადადგომას ითხოვენ. ალ ხალიფა ბაჰრეინის მეფის ბიძაა და უკვე 40 წელია ქვეყანას მართავს.

დემონსტრაციის მონაწილე შიიტი მუსლიმები სუნიტი მთავრობის გადადგომას ითხოვენ. მათი მოთხოვნის თანახმად, ბაჰრეინის მოსახლეობა თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ქვეყნის მთავრობაში ასევე პარლამენტშიც. ოპოზიციის განცხადებით, შიიტი მუსლიმების უფლებები, რომლებიც ქვეყანაში უმრავლესობას წარმოადგენენ, ყველა სფეროში იზღუდება.

XS
SM
MD
LG