ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტესტო აქცია იემენში


საპროტესტო აქცია იემენში
საპროტესტო აქცია იემენში

ქვეყნის მთავარ ქალაქებში კიდევ უფრო მეტი დემონსტრანტია გამოსული

კიდევ ერთი დემონსტრანტი ემსხვერპლა და რვა დაიჭრა მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე იემენის სამხრეთით მდებარე ქალაქ თაიზში. ეს უკვე მესამე ადამიანია, რომელიც დემონსტრაციებზე ძალადობის შედეგად დაიღუპა.

დღეს იემენში „მრისხანების დღეა“ გამოცხადებული. ასე რომ ქვეყნის მთავარ ქალაქებში კიდევ უფრო მეტი დემონსტრანტია გამოსული. შეგახსენებთ, აქციები იემენში უკვე მერვე დღეა მიმდინარეობს. ისინი პრეზიდენტ ალი აბდულა სალეს ჩამოგდებას ისახავენ მიზნად.

ოთხი დემონსტრანტი დაშავდა ქვეყნის დედაქალაქ სანაში ოპოზიციის და პრეზიდენტის მხარდამჭერთა შორის მომხდარი შეტაკებისას.

ოთხშაბათს პოლიციის მიერ დაწყებულმა სროლამ ორი ადამიანი იმსხვერპლა. თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიციამ ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად რეზინის ტყვიებიც დაუშინა რამდენიმე ათას დემონსტრანტს, რომლებიც სამთავრობო მანქანებს ცეცხლს უკიდებდნენ.

ხუთშაბათის აქციაც სწორედ პოლიციური ძალადობის დასაგმობად გაიმართა.

XS
SM
MD
LG