პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც მომავალი წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გასახადები რვაას ორმოცდათვრამეტი მილიარდი დოლარით შეიკვეცება.
აქედან გამომდინარე მდიდარ და საშუალო ფენის ამერიკელებს გადასახადების მომატება აღარ ემუქრებათ, უმუშევარ ამერიკელებს კი შეღავათების პერიოდი 13 თვემდე შეუნარჩუნდებათ.
პრეზიდენტი ობამა საგადასახადო შეღავათების კანონთან დაკავშირებით, რესპუბლიკელ კონგრესმენებთან ხანგრძლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
როგორც სენატორი ჯონ კორნინი აცხადებს, კონგრესში კანონი რესპუბლიკელების ძალისხმევით გავიდა, რადგან მოლაპარაკებების შედეგად, მათი გავლენა გაიზარდა და კანონი ხმების უმრავლესობით დამტკიცდა.