ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყიდან ქრისტიანები გარბიან


ერაყიდან ქრისტიანები გარბიან
ერაყიდან ქრისტიანები გარბიან

ოქტომბერში ბაღდადსა და მოსულში ქრისტიანულ ეკლესიებზე შეტევები განხორციელდა.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებით, ერაყიდან ქრისტიანების მასობრივი გაქცევა შეინიშნება, მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ბაღდადსა და მოსულში ქრისტიანულ ეკლესიებზე შეტევები განხორციელდა.

სააგენტოს წარმომადგენლის მელისა ფლემინგის განცხადებით, ორივე ქალაქიდან დაახლოებით 1000 ოჯახია განდევნილი და ისინი ქურთულ რეგიონში და ნინევიაში იმყოფებიან. მისი თქმით, როგორც სააგენტოს თანამშრომლები იუწყებიან სირიაში, იორდანიასა და ლიბანში ერაყელი ქრისტიანების შესვლის დიდი რაოდენობაა დაფიქსირებული.

XS
SM
MD
LG