ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში ინფლაცია მატულობს


ჩინეთში ინფლაცია მატულობს
ჩინეთში ინფლაცია მატულობს

განსაკუთრებით გაიზარდა ფასები სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე.

ჩინეთის სტატისტიკური სამსახურის ინფორმაციით, მსოფლიო ბაზარზე საკვებზე ფასების გაზრდამ, ქვეყანაში ინფლაციის დონის ამაღლებას შეუწყო ხელი.

ნოემბერში, ჩინეთში ინფლაციამ 5,1% შეადგინა, როცა ოქტომბრის მაჩვენებელი 4,4% იყო.

განსაკუთრებით გაიზარდა ფასები სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე. ნოემბერში ნიორის ფასმა, შარშანდელთან შედარებით 60%-ით მოიმატა.

ფასების გაზრდას მოუსავლიანობასთან ერთად, პესტიციდებზე და ტრანსპორტზე ფასების გაძვირებამაც შეუწყო ხელი.

XS
SM
MD
LG