ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური ინვესტიციები საქართველოში


უცხოური ინვესტიციები საქართველოში
უცხოური ინვესტიციები საქართველოში

ისრაელის 50-მდე წამყვანი კომპანია საქართველოს ბაზარზე შემოსვლით დაინტერესდა. ამ თემაზე ამერიკის ხმას ინტერვიუ თსუ-ს სრულმა პროფესორმა, ტურიზმის კათედრის ხელმძღვანელმა ქალბატონმა მაია მარგველაშვილმა მისცა. მისი თქმით: - " სწორედ რამოდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ქალბატონი ვერა ქობალია იმყოფებოდა ისრაელში საქმიანი ვიზიტით, სადაც მას ჰქონდა შეხვედრები კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბარი იყო საჰაერო მიმოსვლის განვითარების შესახებ, ტურიზმის განვითარებისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ტრადიციულად ჩვენს ქვეყანას ისრალთან ძალიან კარგი თანამშრომლობა ჰქონდა არა მარტო ისტორიულად არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. საჰაერო მიმოსვლა ისრალსა და საქართველოს შორის კვირაში სამჯერ ისედაც არის და ტურისტების მიმოსვლა ისრაელ-საქართველოს შოლრის არის ტენდენციური და მზარდი. მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა ისრაელსა და საქართელოს შორის ტურიზმის განვითარების თაობაზე, გულისხმობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. თავისთავად ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით ასევე ხელს უწყობს ისრაელის წამყვანი კომპანიების საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ინტერესი."

XS
SM
MD
LG