ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინის პრეზიდენტი ორჭოფობს


მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ მალე ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას-მიიღოს თუ არა მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში .

პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ იგი მალე ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას-მიიღოს თუ არა მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ისრაელთან.

აბასმა ფრანგ კოლეგასთან, პარიზში გამართული პრეს კონფერენციისას განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მან კონსულტაციები უნდა გაიაროს სამშვიდობო მოლაპარაკებების მონაწილე ყველა მხარესთან და დაინტერესებულ პირთან, მათ შორის არაბულ ლიგასთან.

დღეს უფრო ადრე, ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ აბას მოუწოდა გააგრძელოს მოლაპარაკებები, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაული სამოსახლოების მშენებლობის შესახებ მორატორიუმს ვადა ამოეწურა.

მაჰმუდ აბასი კიდევ ერთხელ დაჟინებით ითხოვს, რომ ისრაელმა დასახლებების მშენებლობების შესაწყვეტად მორატორიუმი გააგრძელოს და რომ სწორედ სამოსახლოების მშენებლობის შეწყვეტა არის ერთადერთი გზა სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებისათვის.

XS
SM
MD
LG