ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზაკაევი ლონდონში დაბრუნდა


ჩეჩენი ლიდერი პოლონეთში ერთ კვირაში დაბრუნდება.

პოლონეთში დაკავებული ჩეჩენი სეპატარატისტების ლიდერი აჰმედ ზაკაევი კვლავ ლონდონში დაბრუნდა. ვარშავამ რუსეთს ზაკაევის ექსტრადიციაზე უარი უთხრა.

ზაკაევის თანაშემწის განცხადებით, ჩეჩენი ლიდერი პოლონეთში ერთ კვირაში დაბრუნდება, მას შემდეგ, რაც ის პოლონურ ვიზას განაახლებს.

ზაკაევი ვარშავაში პარასკევს დააპაატიმრეს, როდესაც ის იქ ჩეჩნების კონგრესის გახსნაზე ჩავიდა. პოლონეთის სასამართლომ კი ის რამდენიმე საათში გაათავისუფლა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, რუსმა ახალგაზრდებმა მოსკოვში პოლონეტის საელჩოსთან აქცია გაამრთეს და ზაკაევის გათავისუფლება გააპროტესტეს. რუსეთის ხელისუფლება აჰმედ ზაკაევს მკველობებში და ადამიანთა გატაცებებში ადანაშაულებს. 2002 წელს რუსეთი მის დაკავებას და ექსტრადირებას დანიაში შეეცადა, თუმცა მაშინაც მოსკოვმა მან საქმეში მარცხი განიცადა.

XS
SM
MD
LG