ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხანძრის შედეგები რუსეთში


დაინგრა 500 ზე მეტი ნაგებობა, მათ შორის 400 საცხოვრებელი სახლი.

რუსი ოფიციალური პირების ცნობით, ტყის ხანძრების შედეგად ვოლგოგრადისა და სარატოვის ოლქებში 5 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა 500 ზე მეტი ნაგებობა, მათ შორის 400 საცხოვრებელი სახლი.

ქვეყნის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი პირობას დებს, რომ თითოეული დაზარალებული ოლქი 25 მილიონი დოლარის დახმარებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, რუსეთში გახშირებული ტყის ხანძრების შედეგად ორმოცდაათი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG