ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეული გაერთიანებას ითხოვს


სამხრეთ კორეა და აშშ სამხედრო მანევრებისთვის ემზადებიან

სამხრეთ კორეის ლიდერმა ჩრდილოეთ კორეასთან გაერთიანების აუცილებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ლიი მუნგ ბენკმა ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა. ერისადმი მიმართვა იაპონიის კოლონიალური მმართველობისგან კორეის ნახევარკუნძულის გათავისუფლების 65-ე წლისთავს მიეძღვნა. მისი განცხადებით უკვე დადგა დრო, რათა გადაიდგას სერიოზული ნაბიჯები ორი კორეის გაერთიანების მიზნით. ბატონი ლიის განცხადებით, უნდა მოხდეს საგადასახადო სისტემების გაერთიანება და დაიწყოს მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, რაც საბოლოო ჯამში ორ კორეას გაერთიანების გზაზე დააყენებს. ამასთანავე, ბატონმა ლიიმ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული პროგრამის შეჩერებისკენ მოუწოდა. ამავდროულად ცნობილი გახდა, რომ 26 აგვისტოს შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა ერთობლივ სამხედრო წვრთნებს დაიწყებენ. სამხედრო მანევრები, რომელშიც 30 ათასი ამერიკელი და 56 ათასი კორეელი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას 10 დღეს გაგრძელდება. წვრთნების მიზანი, ჩრდილოეთ კორეისგან შესაძლო სამხედრო აგრესიის აღკვეთა.

XS
SM
MD
LG