ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში დაღუპულებს ეძებენ


დღეს მაშველებმა 74 წლის ქალი ამოიყვანეს სახლის ნანგრევებიდან.

სამაშველო ჯგუფები ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მეწყერისა და წყალდიდობისგან დატბორილი დასახლებების ნიჩბებით ამოთხრას ცდილობენ 1300 ადამიანის საპოვნელად, რომლებიც ამჟამად უგზო უკვლოდ არიან დაკარგული.

დღეს მაშველებმა 74 წლის ქალი ამოიყვანეს სახლის ნანგრევებიდან. მეწყერმა სამი სოფელი მთლიანად დაანგრია. მაშველების განცხადებით, 24 საათის შემდეგ ნანგრევებში ცოცხალი ადამიანების ნახვის იმედი აღარ აქვთ. ამ დროისთვის ნანგრევებში 137 ადამიანის გვამია ნაპოვნი.

XS
SM
MD
LG