ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუანტანამოში სამხედრო ტრიბუნალი შედგა


გუანტანამოში სამხედრო ტრიბუნალი შედგა
გუანტანამოში სამხედრო ტრიბუნალი შედგა

გუანტანამოს ბანაკში დაკავებულმა ომარ ხადრმა თავი დამნაშავედ სცნო ბრალდების ხუთივე პუნქტზე, რომელიც მის ტერორისტულ საქმიანობას ეხება. კანადური წარმოშობის ხადრი 15 წლის იყო, როდესაც იგი ამერიკელებმა ავღანეთში დააკავეს. ამჟამად იგი 24 წლისაა. მას ბრალად ედება ავღანეთის ქალაქ ხოსტთან ხელყუმბარით ამერიკელი ჯარისკაცის დაჭრა. ხადრი დათანხმდა ბრალდების ყველა პუნქტზე თავის დამნაშავედ ცნობას მისი განაჩენის შემცირების სანაცვლოდ. მიღებული ინფორმაციის თანახმად უვადო პატიმრობის ნაცვლად იგი საპყრობილეში 8 წელს დაჰყოფს - 8დან 7წლის კანადაში მოხდით.

XS
SM
MD
LG