ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა სირიაში მომხდარ ტერაქტს გმობს


ამერიკა სირიაში მომხდარ ტერაქტს გმობს

ტერორისულმა აქტმა, რომელიც დამასკოში ორ მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბების აფეთქებით განხორციელდა, 40 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

შეერთებული შტატების მთავრობამ პარასკევს სირიის დედაქალაქ დამასკოში განხორციელებული ტერაქტები დაგმო. თეთრი სახლის განცხადებით, ძალიან ნმიშვნელოვანია ის, რომ ტერორიზმის საფრთხემ ხელი არ შეუშალოს არაბული ერთა ლიგის მიერ სირიის მთავრობასთან დაწყებულ მოლაპარაკებებს და ადამიანის უფლებების დარღვევებზე დაკვირვების პროცესს.

ტერორისულმა აქტმა, რომელიც დამასკოში ორ მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბების აფეთქებით განხორციელდა, 40 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სირიის მთავრობა თავდასხმებში ტერორისტულ ჯგუფ ალ ყაიდას ადანაშაულებს. აღნიშნული ტერაქტები სირიაში არაბულ ერთა ლიგის დამკვირვებლების ჩასვლიდან ერთი დღის შემდეგ განხორციელდა.

XS
SM
MD
LG