პირველად ოცდათორმეტი წლის მანძილზე საფრანგეთის სამხედრო ფლოტის ხომალდმა ერაყის საზღვაო პორტში ჩაუშვა ღუზა. გემი უკვე მეორე დღეა უმ-ქასრის პორტშია გაჩერებული. ხომალდის ერაყში ჩასვლის მიზანი საფრანგეთსა და ერაყს შორის საზღვაო თანამშრომლობის დაწყებაა. საფრანგეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები უნდა განახლდეს. ერაყის სამხედრო ფლოტი ამჟამად ძალიან მცირეა. ის მხოლოდ 2000 მეზღვაურს და ცხრა სწრაფმავალ კატარღას ითვლის, რომლითაც სანაპირო ზოლი კონტროლდება.