ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ინსპექტორებს ირანში არ უშვებენ


ირანის მთავრობამ ქვეყანაში საერთაშორისო ატომური სააგენტოს ორი ინსპექტორის საქმიანობის აკრძალვის შესახებ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი აქბარ სალეჰმა განაცხადა. მისი თქმით, ორი ინსპექტორი, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ყალბ ცნობებს გადასაცემდნენ. ინსპექტორების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

საერთაშორისო ატომური სააგენტოს პრეს-ოფიცერმა გრეგ ვებმა განაცხადა: „საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს შეუძლია დაადასტუროს, რომ 2010 წლის 10 ივნისს მიიღო წერილი, რომელშიც ირანი ინსპექტორების დანიშვნას არ ეთანხება. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს მთლიანად არის დარწმუნებული ინსპექტორების პროფესიონალიზმსა და მიუკერძოებლობაში. სააგენტო ადასტურებს, რომ ირანში მყოფი ინსპექტორების მიერ 2010 წლის 31 მაისს მომზადებული მოხსენება საკმაოდ ზუსტად იყო შესრულებული. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო აგრძელებს ვითარების მონიტორინგს და წევრ ქვეყნებს მიაწვდის შესაბამისი ინფორმაციას.“

შეერთბული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქროულიმ ინსპექტორების საქმიანობის აკრძალვასს ირანის მხრიდან შემაშფოთებელი უწოდა. მისი განცხადებით, ეს არის ხანგრძლივი პრაქტიკის გამოხატულება, რომლის თანახმადაც ირანის საკითხებით დაკავებული ინსპექტორების დაშინების მცდელობები ხორციელდებოდა.

„საერთაშორისო ატომური სააგენტოს ინსპექტორებს უნდა ქონდეთ მოხსენების თავისუფლად მომზადების საშუალება, რათა შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა სააგენტოსთან თანამშრომლობის შემცირება კიდევ უფრო გააძლიერებს მსოფლიოს შეშფოთებას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ირანის ვალდებულებები ნათელია და ის კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ 1929-ე რეზოლუცია მიიღო, რის მიხედვითაც ირანს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობა დაევალა,“ - განცხადა ქროულიმ

მისი თქმით, ირანის გადაწყვეტილება ინსპექტორების საქმიანობის ბლოკირების შესახებ არ შეუწყობს ხელს საერთაშორისო თანამეგრობობის რწმენას, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. მისი განცხადებით, შეერთებული შტატები აგრძელებს იმ ეკონომიკურ სანქციებზე ყურადღების გამახვილებას, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭომ ირანს დაუწესა. ამასთანავე, კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მშვიდობიანი მეთოდებით უნდა მოხდეს.

XS
SM
MD
LG