ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აუდიტორები საბერძნეთის მთავრობასთან ერთად განიხილავენ გეგმას,რომლის მიხედვითაც ქვეყანამ დანახარჯები უნდა შეკვეცოს და ფინანსური კრიზისიდან გამოვიდეს.
ამ თემაზე იმსჯელეს აუდიტორებმა დღეს საბერძნეთის ფინანსთან მინისტრთან შეხვედრისას .ეს დისკუსიები აუცილებელი პირობაა იმ დახმარების პაკეტისა,რომლის მიხედვითაც საბერძნეთი ევროკავშირიდან და საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 130 მილიარდი დოლარის ოდენობის დამხარებას მიიღებს.
საბერძნეთის მთავრობის განცხადებით,საჭიროა პირველ რიგში სოციალური დანახარჯებზე დეფიციტი შეივსოს, რადგან წარსულში სწორედ ამ სფეროებში ხარჯების შეკვეცამ განაპირობა მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში.