არჩევნებში სეპარატისტული პარტიის გამარჯვების შემდეგ ბელგიაში კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დაიწყო
ბელგიის მეფე ალბერტი დღეს კონსულტაციებს იწყებს ახალი კოალიციური მთავრობის შექმნის მიზნით მას შემდეგ რაც შაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ფლამანდიურმა სეპარატისტულმა პარტიამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ადგილების უმრავლესობა მოიპოვა.
დღეს გამოქვეყნებული საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების თანახმად, სეპარატისტულმა ახალმა ფლამანდიურმა ალიანსმა პარლამენტის ქვედა პალატაში 27 ადგილი მოიპოვა, რაც 150-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე დიდ ფრაქციას წარმოადგენს.