ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში სარაკეტო დარტყმის შედეგად 6 კაცი დაიღუპა


პაკისტანში სარაკეტო დარტყმის შედეგად 6 კაცი დაიღუპა
პაკისტანში სარაკეტო დარტყმის შედეგად 6 კაცი დაიღუპა

პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადების თანახმად პაკისტან-ავღანეთის სასაზღვრო რაიონში, კერძოდ ვაზირისტანის ჩრდილოეთში, ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად 6 თალიბი მეამბოხე დაიღუპა.

ამ განცხადების თანახმად გატყორცნილი იყო ორი რაკეტა, რომელმაც მთლიანად გაანადგურა ავტომობილი, რომელშიც მეამბოხეები იმყოფებოდნენ. ეს უკვე მეოთხე ამგვარი დარტყმაა 24 საათის განმავლობაში. კვირას დაუზუსტებელი მონაცემებით იმავე მეთოდით 6 მეამბოხის ლიკვიდირება გახდა შესაძლებელი. ამერიკელ ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ ალყაიდა და თალიბები სწორედ იმ რაიონიდან ახორციელებენ საბრძოლო ოპერაციებს ავღანეთში კოალიციური და ავღანეთის ძალების წინააღმდეგ. ჩვეულებრივ ვაშინგტონი ოფიციალურად არ აღიარებს იმას, რომ იგი უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს ბრძოლაში მეამბოხეების წინააღმდეგ, რაშიც აშშ-ს ხელს უწყობს ოფიციალური ისლამაბადი. საგულისხმოა, რომ ამის მიუხედავად საჯაროდ პაკისტანი გმობს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას მის საჰაერო სივრცეში, როგორც მისი ტერიტორიული შეუვალობის ხელყოფას.

XS
SM
MD
LG