ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ბანკი საქართველოს 50 მილიონ დოლარს გამოუყოფს


მსოფლიო ბანკი საქართველოს 50 მილიონ დოლარს გამოუყოფს
მსოფლიო ბანკი საქართველოს 50 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ეკონომიკური კრიზისის შედეგების შემსუბუქებისა და კრიზისის შემდეგომი ეკონომიკური ზრდისათვის საქართველოს მოსამზადებლად მსოფლიო ბანკი საქართველოს 50 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ეს არის სამ საფეხურიანი ეტაპის პროექტის ფარგლებში გამოყოფილი დახმარების მეორე საფეხური. ამ თემაზე ჩვენმა რესპონდენტმა ეკონომიკის ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ ისაუბრა. მისი თქმით: -„ეს არის ჩვეული პროგრამა მსოფლიო ბანკისა, რომლითაც ის ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას . ამ ეტაპზე ორი ამოცანა არის დასახული. პირველ არის ინფრასტრუქტურის განვთარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითრებისათვის და ეკონომიკის ინტეგრაციისთვის ევროპულ ნაწილში. მეოპრე კი არის ის, რაც ძალინ მნიშვნელოვანია ჩვენთვის - ეს არის საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესება. ორივე ეს ამოცანა, რომელიც ამ ეტაპზე არის დასახული გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ჩვენი მოსახლეობსათვის, რადგანაც ერთის მხრივ სტაბილური ლარი, ეკონიმიკის სტაბილურობაა და მეორეს მხრივ ეს არის ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა ბიზნესის განვითარებისთვის“- აღნიშნა ბატონმა ემზარმა.

XS
SM
MD
LG