ბაჰრეინის ოპოზიცია ქვეყნის მონარქისაგან მოითხოვს მთავრობის დაშლასა და პრემიერ-მინისტრის მისი პოსტიდან გათავისუფლებას. მხოლოდ ამ წინაპირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ოპოზიცია მზადაა მოლაპარაკებაზე წავიდეს. უმსხვილესი ოპოზიციური შიითური მოძრაობა ალ ვეფაკი პრემიერ-მინისტრ ხალიფა ბინ სალმან ალ ხალიფას აბრალებს ახლახანს მომხდარ სისხლისღვრას, რასაც ექვსი კაცი შეეწირა. პრემიერ-მინისტრი მონარქის ბიძაა და იგი ამ პოსტზე 40 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. შიითები ითხოვენ დროებითი მთავრობის შექმნას და კონსტიტუციური ცვლილებების გატარებას.
ბაჰრეინის ოპოზიცია მთავრობის გადადგომას ითხოვს
ბაჰრეინის ოპოზიცია ქვეყნის მონარქისაგან მოითხოვს მთავრობის დაშლასა და პრემიერ-მინისტრის მისი პოსტიდან გათავისუფლებას.