ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებაში არ ერევა


ვაშინგტონი რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებაში არ ერევა
ვაშინგტონი რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებაში არ ერევა

უცხოური პრესის მიმოხილვა

დღევანდელი პრესის მიმოხილვას ვიწყებთ ჟურნალ „ფორინ პოლისიში“ გამოქვეყნებული სტატიით, სათაურით -„რუსეთი და საქართველო ერთმანეთს ამერიკის ჩარევის გარეშე ესაუბრებიან.“ გამოცემა აღნიშნავს, რომ ომიდან სამი წლის შემდეგ რუსეთმა და საქართველომ დაიწყეს რუსეთის მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხის განხილვა.

„რუსეთის განაცხადი მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მომავალ კვირას მოსკოვში ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტის მთავარი საკითხი იქნება. ობამას ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებას და ამ საკითხში ამერიკის დახმარებას რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკის ნაწილად განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლი ორ მტერს შორის ურთიერთობაში გარკვეულ პროგრესს ამჩნევს, ობამას ადმინისტრაციას არ სურს ამ დიალოგის ნაწილად იქცეს,“- ნათქვამია სტატიაში.

გამოცემას ასევე მოყავს შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოში რუსეთის მიმართულების დირექტორის მაიკლ მაკფოლის სიტყვები, რომელიც მან პარასკევს ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმოვანა.

„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობდით რუს კოლეგებთან, რათა მრავალმხრივი პროცესის დროს მათთვის დახმარება გაგვეწია, რომ მათ შეძლონ წელს ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანება,“ - განაცხადა მაკფოლმა. მისივე თქმით, რუსეთი ვერ შეძლებს ამ ორგანიზაციის წევრობას საქართველოს თანხმობის გარეშე, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამ მიმართულებით მოძრაობები უკვევ შეინიშნება. გამოცემის თანახმად, რომელიც შიდაკულუარულ ინფორმაციას ეყრდნობა, ობამას ადმინისტრაციას სურს, რომ ბიძგი მისცეს რუსეთის და საქართველოს შორის მოლაპარაკების დაწყებას ვაშინგტონის უშუალო ჩარევის და ზეწოლის გარეშე. ამასთანავე მაკფოლის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს სურვილი დისკუსიის ფორმატის მხოლოდ სავაჭრო და ეკომინომიკრი საკითხებით აიყოს შემოფარგვლაა.

სტატიაში ასევე მოყვანილია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბაიდენის ვიზიტის დროს მოსალოდნელია ადმინისტრაციის მხრიდან ჯექსონ-ვენიკის შეთანხმების შესწორების მოხსნა, რომელიც 1974 წელს საბჭოთა კავშირზე ზეწოლის მიზნით დაწესდა.

ჯოზეფ ბაიდენი მოსკოვს 9 მარტს ეწვევა და ამერიკის საელჩოში წამყვან ამერიკელ ბიზნესმენებთან ერთად გამართავს ლანჩს, რის შემდეგაც გაემგზავრება სკოლკოვში, რომელიც ახალ ნოვატორულ დასახლებას წარმოადგენს.

იმავე საღამოს ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდება, ხოლო 10 მარტს კი დაგეგმილია მისი და პრემიერ-მინისტრ პუტინის საუბარი.

პრესის მიმოხილვას ვასრულებთ ნიუ-იორკ თაიმსში გამოქვეყნებული სტატიით, რომელიც ლიბიაში და ახლო აღმოსაველთში მიმდინარე მოვლენებს და ადმინისტრაციაში შეიარებაზე მის გავლენას შეეხება.

ავტორი ენდრიუ კრამერი წერს: „მართალია რუსეთი სიტყვით და საქმით საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გმობს კადაფის მიერ განხორციელებულ ძალადობას საკუთარი მოქალაქეების მიმართ, მაგრამ ეს სულ არ უშლის ხელს, რომ დათვალოს, თუ რა წაგებას განიცდის მისი იარაღის გაყიდვებთან დაკავშირებული ბიზნესი ლიბიაში. პარასკევს „როსტექნოლოგიის“ დირექტორმა სერგეი ჩამეზოვმა განაცხადა, რომ ლიბიაში დაწყებული მღელვარების და გაეროს სანქციების შედეგად რუსეთმა 4 მილარდი დოლარი იზარალა, ხოლო საერთაშორისო რეგიონში დაწყებული მღელვარების შედეგად გამოწვეული დანაკრგები კი 10 მილიარდს აღწევს.“ ენდრიუ კრამერი აქვე იხსენებს, რომ 2008 წელს რუსეთმა ლიბიას საბჭოთა პერიოდის დავალიანება ჩამოაწერა იარაღზე ახალი შესყიდვების სანაცვლოდ. როგორც ირკვევა, ახლო აღმოსავლეთში ავტორიტარული რეჟიმების დამხობით მარტო რუსეთის არ ზარალობს. „ჯეინს ინფორმეიშენ გრუპის“ მონაცემებით ლიბიის არმიის გადაიარაღება საფრანგეთის, ამერიკის, შვედეთის და ჩრდილოეთ კორეის შეიარაღების ხარჯზე მოხდა.

გარდა ამისა, საერთაშორისო იარაღის ექსპერტების შეშფოთება გამოიწვია იმ ფოტოების ხილვამ, სადაც ამბოხებულები საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს მართავენ.

მათი შეშფოთების საგანი კი ის გახდა, რომ თუკი ასეთი დანადგარი ტერორისტების ხელში მოხვდება ისინი სამოქალაქო ავიალიანერებისთვის უდიდესი საფრთხეს შექმნას შეძლებენ.

XS
SM
MD
LG