ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესი რესპუბლიკელთა გეგმას უყრის კენჭს


კონგრესი რესპუბლიკელთა გეგმას უყრის კენჭს

წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ს სახელმწიფოს ვალის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯონ ბენერმა წარადგინა.

ამ გეგმის თანახმად თითქმის 14 ნახევარი ტრილიონი დოლარით გაიზრდება ვალის აღების ზედა ზღვარი. ამის პარალელურად სამთავრობო ხარკები მილიარდობით დოლარით უნდა შემცირდეს. აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვეტოთი იმუქრება. ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიან დემოკრატები სენატში, ისევე როგორც ის რესპუბლიკელები, რომლებიც ულტრა-კონსერვატულ ე.წ. ჩაის პარტიის მოძრაობის წევრები არიან.

XS
SM
MD
LG