მან ეს განცხადება ლიბიის ქალაქ ბენღაზიში გააკეთა. მისივე თქმით თურქეთის მთავრობა დამატებით 200 მილიონ დოლარს გამოუყოფს მეამბოხეებს.როგორც მეამბოხეთა ხელმძღვანელმა მუსტაფა აბდელ ჯალილმა განაცხადა, ოპოზიცია მზადაა კადაფის, მისი გადადგომის შემთხვევაში ლიბიაში დარჩენის უფლება მისცეს. როგორც მან აღნიშნა ეს წინადადება კადაფის უკვე გააცნეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით პასუხი მათ არ მიუღიათ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ ოფიციალურად განაცხადა, რომ ანკარა სცნობს ლიბიელ მემბოხეთა დროებით ეროვნულ საბჭოს, როგორც ლიბიელი ხალხის კანონიერ წარმომადგენელს.
პოპულარული
1