ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში პოლიციამ დემონსტრაციას გაუხსნა ცეცხლი


სირიაში პოლიციამ დემონსტრაციას გაუხსნა ცეცხლი

სირიაში ადამიანის უფლებათა დამცველები და თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ სირიის სამხრეთში ქალაქ დარააში პოლიციამ მასობრივი ანტი-სამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა.

ამის პარალელურად გამოყენებულია ცრემლსადენი გაზი. დაიღუპა ერთი დემონსტრანტი. ამაზე საპასუხოდ დემონსტრანტებმა ცეცხლი მოუკიდეს რამოდენიუმე სამთავრობო შენობას მმართველი ბაათის პარტიისა და სასამართლო შენობის ჩათვლით. ამ ქალაქში უკვე მესამე დრეა მღელვარებებს აქვს ადგილი. კვირას მომხდარი შეტაკებისას 100-ზე მეტი კაცია დაჭრილი. პარასკევს კი სირიის უშიშროების ძალებმა დაუზუსტებელი მონაცემებით 4 კაცი მოკლეს. დემონსტრანტები მოითხოვენ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას, სირიაში აი უკვე 48 წლის განმავლობაში მოქმედი საგანგებო კანონის გაუქმებას, კორუფციის შეჩერებას და მეტ თავისუფლებას.

XS
SM
MD
LG