ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქრისტიანებისა და მუსლიმების შეტაკება ქაიროში


ქრისტიანებისა და მუსლიმების შეტაკება ქაიროში
ქრისტიანებისა და მუსლიმების შეტაკება ქაიროში

ეგვიპტეში კოპტ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის შეტაკებას ჰქონდა ადგილი. მღელვარებები მოჰყვა კაიროს შემოგარენში ეკლესიის დაწვას. ამის გამო კოპტმა ქრისტიანებმა კაიროში საპროტესტო გამოსვლები მოაწყეს მუსლიმების მიერ ქრისტიანთა შევიწროვების წინააღმდეგ.

ეგვიპტეში კოპტ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის შეტაკებას ჰქონდა ადგილი. მღელვარებები მოჰყვა ქაიროს შემოგარენში ეკლესიის დაწვას. ამის გამო კოპტმა ქრისტიანებმა კაიროში საპროტესტო გამოსვლები მოაწყეს მუსლიმების მიერ ქრისტიანთა შევიწროვების წინააღმდეგ. ქრისტიანთა ერთმა ჯგუფმა გადაკეტა მთავარი საგზაო მაგისტრალი კაიროს სამხრეთით, რასაც მოჰყვა შეტაკება მუსლიმებთან, რომლებსაც ამ გზატკეცილზე გავლის საშუალებას არ აძლევდნენ. მხარეებმა ერთმანეს ქვები დაუშინეს. ამის პარალელურად მოეწყო ქრისტიანთა საპროტესტო გამოსვლები ცენტრალური ტელევიზიიის შენობასთან. ქრისტიანები მუსლიმებთან თანაბარ უფლებებს მოითხოვენ. ეგვიპტის სამხედრო მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის საკუთარი სახსრებით ააგოს დამწვარი ეკლესია და პასუხისმგებლობაში მისცეს ისინი, ვინც ეკლესია დაწვა.

XS
SM
MD
LG