რუსეთის პრეზიდენტმა განკარგულება გასცა, რომ რუსეთის ყველა აეროპორტში და სარკინიგზო სადგურში უშიშროების ზომების გამკაცრების შესახებ. დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად 35 ზე მეტი კაცი დაიღუპა. 145 დაიჭრა. მედვედევი გამოძიების სასწრაფო დაწყებას ითხოვს. თვითმხილველთა თქმით, ვინაობა დაუდგენელმა მამაკაცმა ბარგის მიღების განყოფილებაში შეიტანა ჩემოდანი და როგორც სჩანს, მოგვიანებით მასში მოთავსებული ნაღმი მოქმედებაში მოიყვანა.
ამჟამად რუსეთის უშიშროების სამსახური სამ ეჭვმიტანილს დაეძებს. ჯერჯერობით არავის უკისრია პასუხისმგებლობა აფეთქებისათვის. ინტერფაქსის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, იპოვეს კამიკაძე ტერორისტის თავი. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამ ტერაქტს აღმაშფოთებელი უწოდა. არაბთა ლიგამ ტერორიზმს მიუღებელი აქტი უწოდა. ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა ტელეფონით დაურეკა მედვედევს და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახის წევრებს.