ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადმირალი მაიკ მალენი განცხადებას აკეთებს


ადმირალი მაიკ მალენი განცხადებას აკეთებს
ადმირალი მაიკ მალენი განცხადებას აკეთებს

ასოშიეიტიდ პრესის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად ამერიკელმა ადმირალმა მაიკ მალენმა ერაყში ერაყის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით ადგილი არ ექნება ავღანეთში დისლოცირებული სამხედრო ძალების მნიშვნელოვნად მომატებას ან შემცირებას. დღესდღეობით იქ დაახლოებით 100 000 სამხედრო მოსამსახურეა განლაგებული. მალე აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უნდა გამოაქვეყნოს შეფასება ავღანეთში მისი ახალი სტრატეგიისა, რომელიც გასულ წელს გამოქვეყნდა. ობამას დაგეგმილი აქვს ამერიკული ძალების ავღანეთიდან გაყვანის ივლისში დაწყება. მიუხედავად ამისა ნატოს რწნუნებულმა ბრიგადის გენერალმა ბოლთსმა განაცხადა, რომ ნაო არ აპირებს ავღანეთიდან გასვლას. მისივე თქმით საბოლოო მიზანს წარმოადგენს ქვეყნის უშიშროების სადავეების ავღანეთისადმი 2014 წელს ავღანეთის უშიშროების ძალებისადმი გადაცემა, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობა იქმნება უშიშროების თვალსაზრისით რეგიონში ამ თვალსაზრისით.

XS
SM
MD
LG