აშშ და მის მოკავშირეები აცხადებენ, რომ ვებ-გვერდი ვიკილიქსი მილიონობით სკანდალური ხასიათის დიპლომატიური ინფორმაციის გამოქვეყნებას აპირებს ინტერნეტში.
ერაყში აშშ-ის ელჩმა ჯეიმს ჯეფრიმ განაცხადა, რომ ამგვარი ინფორმაციის გამოქვეყნებამ შეიძლება კატასტროფული დარტყმა მიაყენოს კონფიდენციალური მოლაპარაკებების ჩატარების პერსპექტივას. ისრაელის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ამ მასალებში შეიძლება აღმოჩნდეს ის საიდუმლო ინფორმაციაც, რომელსაც თელ-ავივიდან აშშ-ის სალჩო ვაშინგტონს გადასცემდა.