ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა მხარს უჭერს სამხრეთ კორეას


ობამა მხარს უჭერს სამხრეთ კორეას

მის ყოველწლიურ მიმართვაში ამერიკელებისადმი ქვეყნის მდგომარეობის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს სამხრეთ კორეას. ამ განცხადებას წინ უძღვოდა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომლის თანახმად მან ჩრდილოეთ კორეას შესთავაზა სამხედრო მოლაპარაკებების დაწყება 11 თებერვალს. ობამამ კერძოდ თქვა: "ჩვენ კვლავაც მხარს ვუჭერთ სამხრეთ კორეას და მოვითხოვთ ჩრდილოეთ კორეისაგან შეასრულოს აღებული ვალდებულება და უარი თქვას ბირთვულ იარაღზე". სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეულში აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჯეიმს სტაინბერგთან შეხვედრა დროულ ფაქტად დაასახიათა..

XS
SM
MD
LG