ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საგარეო სავაჭრო ბრუნვა საქართველოში 18 პროცენტით გაიზარდა


საგარეო სავაჭრო ბრუნვა საქართველოში 18 პროცენტით გაიზარდა
საგარეო სავაჭრო ბრუნვა საქართველოში 18 პროცენტით გაიზარდა

გასულ წელთან შედარებით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წელს საქართველოში 18 პროცენტით გაიზარდა . ამ თემაზე კომენტარს ჩვენი რესპონდენტი კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია აკეთებს. მისი თქმით სავაჭრო ბრუნვის გაზრდა იმის მაჩვენებელია, რომ გაზრდილია როგორც ექსპორტის ისე იმპორტის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს არის ორი ფაქტორით გამოწვეული. როდესაც ჩვენ ვიღებთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, ანუ 2009 წლის დასაწყისს, ეს იყო კრიზისული პერიოდი ქვეყანაში, როდესაც მოხმარეობა მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული და შემცირებული. შესაბამისად იმპორტის მაჩვენებელიც იყო შემცირებული. გარდა ამისა მსოფლიო ბაზრებზე ქართული პროდუქციის მიმართ, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყნების პროდუქციის მიმართ მოთხოვნა იყო დაბალი. 2009 წლის ბოლოდან კრიზისი ნელ-ნელა მინელდა და 2010 წლიდან გამოცოცხლება დაიწყო . სწორედ ამან განაპირობა იმპორტის გაზრდა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის მოთხოვნის გაზრდა, რის გამოც ექსპორტის მაჩვენებელიც გაიზარდა.ბატონი დავითმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს არა ერთი პარტინიორი ჰყავს ვაჭრობის დარგში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტინიორი კვლავაც თურქეთია,

XS
SM
MD
LG