ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი საქართველოში


ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი საქართველოში

ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმესენის ვიზიტი საქართველოში გუშინ დასრულდა. ვიზიტის მნიშვნელობაზე ამერიკის ხმასთან „ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ უფროსმა თენგო გოგოტიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით:

-„ მთავარია, რომ ეს ვიზიტი არ იყო დიპლომატიური ვიზიტი ანუ ჩვეულებრივი პროტოკოლური ვიზიტი. ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში კონკრეტული მისიით ჩამობრძენდა. ეს გახლავთ ნატოს სამეკავშირეო ოფისის გახსნა. მარტივად რომ განვმარტოთ, ეს არის ნატოს საელჩო საქართველოში. ამ ოფისის გახსნას არ ექნება მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა. ეს ოფისი მოახდენს საქართველოს კონკრეტული უწყებების კოორდინაციას ნატოს კონრეტულ დეპარტამენტებთან. ამდენად სამეკავშირეო ოფისი იქნება მთავარი სამუშაო ოფისი საქართველოში. სწორედ ამ ინსტრუმენტის გადმოსაცამედ ჩამოვიდა ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში. გარდა ამისა ბუნებრივია მან გააკეთა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეფასება. მაგალითად როგორიცაა ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საქართველოს ნატოში გაწევრინება და სხვა.“

XS
SM
MD
LG