ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში თურქ სამხედროებსა და ქურთებს შორის შეტაკება მოხდა


თურქეთ და ერაყის საზღვარზე თურქეთის არმიის ნაწილსა და ქურთ ამბოხებულებს შორის შეტაკების შედეგად ერთი სამხედრო და სამი ქურთი მებრძოლი დაიღუპა. თურქეთის ანატოლის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შეტაკება მაშინ მოხდა, როდესაც ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრები სამშაბათს გვიან ღამით თურქეთის ტერიტორიაზე გადაპარვას ცდილობდნენ. ქურთისტანის მუშათა პარტიამ გააუქმა ადრე დადებული პირობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამის მიზეზად თურქეთის სამხედრო ძალების შეტევები დაასახელა.

XS
SM
MD
LG