ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა მექსიკის ყურეს უკვე მეოთხედ ათვალიერებს


დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მექსიკის ყურეში ჩადის წყალქვეშა ეკოლოგიური კატასტროფით დაზარალებული სამი შტატის დასათვალიერებლად.

დღესვე შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ადმირალმა თად ალენმა პრეზიდენტს ანგარიში ჩააბარა ნავთობის გაწმენდასთან დაკავშირებული სამუშაოების შესახებ. როგორც მოსალოდნელია, პრეზიდენტი ობამა მრგვალი მაგიდის დისკუსიას გაუძღვება და მისისისიპის შტატში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. ამის შემდეგ იგი ალაბამაში განდაინაცვლებს სადაც შეამოწმებს ნავთობის გაწმენდასთან დაკავშირებულ სამუშაოებს, ხოლო ღამეს იგი ფლორიდაში გაატარებს.

ბატონ ობამას ორდღიანი ვიზიტი მისისიპიში, ალაბამასა და ფლორიდაში იქნება მისი პირველი მოგზაურობა მექსიკის ყურის იმ შტატებში, რომლებიც წყალქვეშა ჭაბურღილზე მომხდარი ავარიის შემდეგ მნიშვნელოვნად დაზარალდნენ. აღსანიშნავია, რომ სამი ადრინდელი ვიზიტის დროს პრეზიდენტმა ყველაზე დაზარალებული ლუიზიანას შტატი მოინახულა.

XS
SM
MD
LG