ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეტრეუსის პირველი საჯარო განცხადება


პეტრეუსი ქაბულში გუშინ ჩაფრინდა, რათა 140.000 ამერიკელ და ნატოს სამხედროს მთავარსარდლობა იტვირთოს.

ავღანეთში ამერიკის ჯარების მთავარსარდლად დანიშვნის შემდეგ, გენერალი პეტრეუსი კოალიციურ ჯარებს ომში საერთო ძალისხმევისკენ მოუწოდებს.

პეტრეუსმა ქაბულში ამერიკის საელჩოში შეკრებილ 2000-მდე ავღანელ, ამერიკელ და საერთაშორისო სტუმარს გაუცხადა, რომ თითქმის 9 წლიან ომში გუნდური პრინციპით ბრძოლაა საჭირო. მისი თქმით, თანამშრომლობა, ამ შემთხვევაში, არჩევითი არ არის.

პეტრეუსი ქაბულში გუშინ ჩაფრინდა, რათა 140.000 ამერიკელ და ნატოს სამხედროს მთავარსარდლობა იტვირთოს, მისი კანდიდატურა სენატმა ახლახანს დაამტკიცა.

XS
SM
MD
LG