ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელები ამერიკის პროგრესს აყოვნებენ


Congress
Congress

სახელმწიფომ უმუშევარ ამერიკელებს დახმარება უნდა გამოუყოს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ კონგრესში რესპუბლიკელები ამერიკის პროგრესს აყოვნებენ.

ყოველკვირეულ ინტერნეტ მიმართვაში პრეზიდენტმა რესპუბლიკელ სენატორებს მოუწოდა შეეწყვიტათ საკანონმდებლო პროცესის შეყოვნება. ამაში პრეზიდენტმა ის კანონპროექტი იგულისხმა, რომლის თანახმადაც სახელმწიფომ უმუშევარ ამერიკელებს დახმარება უნდა გამოუყოს.

პრეზიდენტმა გულისწყრომა გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ შიდა პოლიტიკური დაპირისპირებებები ქვეყნის ზოგად პროგრესს აყოვნებს. მან რესპუბლიკელები იმაშიც გააკრიტიკა, რომ გარკვეული სენატორები ნავთობ კომპანიებზე დაწესებული ფინანსური პასუხისმგებლობის ლიმიტის მოხსნას ეწინააღმდეგებიან. ამჟამად პასუხისმგებლობის ზედა ზღვარი 75 მილიონი დოლარია.

XS
SM
MD
LG