ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკა


ბრიტანეთის ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკა
ბრიტანეთის ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკა

აზრთასხვაობა კოალიციაში და ერთობის მიზეზები

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი პირველი უცხოელი ლიდერი იყო, რომელსაც ბრიტანეთის ახალმა მთავრობამ და პრემიერმა ლონდონში უმასპინძლა. ჰამიდ კარზაი დევიდ კარემონმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე არჩევიდან ორიოდ დღეში მიიღო, რითაც ბრიტანული ახალი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი მკაფიოდ გამოიკვეთა. კამერონმა ავღანეთის ომში ჩაბმული ქვეყანა ჩაიბარა. ავღანეთის საერთაშორისო მისიაში 10 ათასი ბრიტანელი სამხედრო მონაწილეობს. კამერონი ამ მისიის ბოლომდე მიყვანას აპირებს. თუმცა მისი პარტნიორი კოალიციურ მთავრობაში - ლიბერალების ლიდერი ნიქ ქლეგი, ტრადიცულად ომის ფინანსურ დანახარჯებზე და ადამიანთა სიცოცხლის დანაკარგებზე ამახვილებს ყურადღებას. გამოიწვევს თუ არა ეს ფაქტორი ახალ ბრიტანულ კოალიციაში განხეთქილების შეტანას.

ყოფილი კონსერვატორი პარლამენტარი და ამჟამად „ტაიმსის“ ერთ-ერთი ავტორი მეთიუ პერისი ასე არ ფიქრობს.

„ჩემი ვარაუდით დევიდ კამერონისა და ნიქ ქლეგის ერთმანეთისგან განსხვავებული აზრები ავღანურ საკითხზე მხოლოდ პრივატულია. მე ვფიქრობ, ორივე შეთანხმებულია იმ საკითხზე, რომ ბრიტანეთს მანამდე არ შეეძლება უკანდახევა, ვიდრე ამას ამერიკელები არ გააკეთებენ,“ -ამბობს პერისი.

ახალი ბრიტანული მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში ასევე შედის ირანის საკითხიც. დასავლეთი ირანის წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოსგან ახალი სანქციების დაწესებას ცდილობს. ეს ყველაფერი კი თეირანის ბირთვული პროგრამის გამო ხდება. თუმცა თურქეთი და ბრაზილია თანხმა არიან, რომ თეირანმა მშვიდობიანი მიზნებისთვის თავის ბირთვული საწვავი საზღვარგარეთ გაამდიდროს. ირანის პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა დიდ ბრიტანეთს და დასავლეთს წარსულში ჩარჩენილები უწოდა და სხვა ქვეყნებზე მათი ნების ძალდატანებით მოხვევაში დასდო ბრალი. საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი თავისი პირველი ვიზიტით ვაშინგტონს ეწვია.

„ჩვენ არასდროს დაგვიყენებია სამხედრო ოპერაციის განხორციელების საკითხი. ჩვენ ამისკენ არავის მოვუწოდებთ. და ეს იმიტომ, რომ ჩვენ ამ საკითხის გადაჭრა მშვიდობიანი გზით და სწრაფად გვსურს. ამიტომაც ვითხოვთ სანქციების დაწესებას,“ - განაცხადა მინისტრმა.

ბრიტანეთის ყოფილი ელჩი გაეროში სერ ჯერემი გრინსტოკი ამბობს, რომ სამხედრო ნაბიჯებზე საუბარი გათვლილი მანევრია.

„ეს უფრო მუქარის საკითხია. მე ვფიქრობ, რომ ბრიტანეთის პარლამენტი და ბრიტანული საზოგადოებრივი აზრი მხარს არ დაუჭერს ქვეყნის სამხედრო ოპერაციაში ჩაბმას, თუმც ეს მთავრობის გადასაწყვეტია. ვნახოთ რა იქნება,“ - ამბობს სერ გრინსტოკი.

ის დარწმუნებლია, რომ ქვეყანაში ფინანსური კრიზისის პირობებში კოალიციური მთავრობის წევრები მათ პოლიტიკურ ქორწინებას საგარეო პოლიტიკის გამო ეჭვის ქვეშ არ დააყენებენ.

ევროპაში არსებული მწვავე ფინანსური კრიზისი ანალიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ ლიბერალების ტრადიციული პროევროპული მიმართულების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი შეერთებულ შტატებთან მჭიდრო პოლიტიკურ კავშირს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს.

XS
SM
MD
LG