შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ ნომინანტის ვინაობა, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლის ვაკანსიას შეავსებს. წინასწარი ინფორმაციით ნომინანტი ქალბატონი ელენა კაგანია, რომელიც აქამდე შეერთებული შტატების ინტერესებს უზენაეს სასამართლოში იცავდა.
ამერიკის გენერალური პროკურორი ერიკ ჰოლდერის განცხადებით, ქალბატონი კაგანი კარგი მოსამართლე იქნება ცხრა-წევრიან სასამართლოში.
ახალი მოსამართლე ჯონ პოლ სტივენს შეცვლის, რომელიც სასამართლოს მიმდინარე სესიის დასრულების შემდეგ პენსიაში გადის.
პრეზიდენტის მიერ წარდგენის შემდეგ, ნომინაცია კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.