ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაგეგმილი იყო ბინ ლადენის ცოცხლად შეპყრობა


დაგეგმილი იყო ბინ ლადენის ცოცხლად შეპყრობა

ცნობილი ტერორისტის ბინ ლადენის წინააღმდეგ ოპერაცია განახაორციელა აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების სპეც-დანიშნულების ჯგუფმა, რომლის ამოცანა იყო ბინ ლადენის ცოცხლად შეპყრობა.

ოპერაციის ამოცანა ბინ ლადენის ცოცხლად შეპყრობა იყო. მიუხედავად ამისა ამერიკელები იძულებულები იყვნენ მოეკლათ ბინ ლადენი, რადგან მან მათ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. ბინ ლადენი თავის არეში მიყენებული ჭრილობებით დაიღუპა. ოპერაციისას არც ერთი ამერიკელი სამხედრო არ დაღუპულა. როგორც ამერიკელმა სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს მას შემდეგ რაც ბინ ლადენის ცხედარი მუსლიმთა წესით გააპატიოსნეს, იგი ზღვაში იქნა ჩაშვებული. ოფიციალურმა პირებმა აგრეთვე აღნიშნეს, რომ დნმ-ის ლაბორატორიული წესით ჩატარებული ტესტი თითქმის 100 პროცენტის ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ დაღუპული ნამდვილად ბინ ლადენია.

XS
SM
MD
LG