ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელი პატიმარი შიმშილს აგრძელებს


პალესტინელი პატიმარი შიმშილს აგრძელებს

33 წლის ადნანის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მისი სიცოცხლე საფრთხეშია

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და ღაზას სექტორში კვლავ მღელვარებაა. პალესტინელი მომიტინგეები ისრაელის ციხეში დატყვევებულ თანამოქალაქეს უჭერენ მხარს. დღეს პალესტინელი პატიმრის მიერ გამოცხადებული შიმშილობის დაწყებიდან 59-ე დღეა.

ისლამისტური ჯიჰადის წარმომადგენელი ხადერ ადნანი ადმინისტრაციული სასჯელის მოხდის კანონმდებლობას აპროტესტებს, რომელიც ტერორიზმის საშიშროების შემთხვევაში სასამართლოს გარეშე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადნანის მამა ამბობს, რომ მისი შვილი "დაჭერამდე 91 კილოსგრამს იწონიდა, ახლა კი 54-ს იწონის". პატიმრის ადვოკატი მაჰმუდ ჰასანტა აღნიშნავს, რომ 33 წლის პატიმრის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მისი სიცოცხლე საფრთხეშია.

ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლის მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ ადნანი ტერორისტია და ის ქვეყნის ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხეს ქმნის. მისი პატიმრობა ისრაელის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია და თუკი ადნანი შიმშილობას გააგრძელებს, ციხის ადმინისტრაციას უფლება აქვს ის იძულებით გამოკვებოს, რათა პატიმარს სიცოცხლე შეუნარჩუნდეს.

XS
SM
MD
LG