ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ატომური ელექტროსადგურების შემოწმება დაიწყო


აშშ-ში ატომური ელექტროსადგურების შემოწმება დაიწყო
აშშ-ში ატომური ელექტროსადგურების შემოწმება დაიწყო

როგორც აშშ-ს ბირთვული ენერგიის კომისიის ხელმძღვანელმა გრეგორი იაცკომ განაცხადა ექსპერტთა ჯგუფი სისტემატურ და მეთოდურ შემოწმებას უტარებს ამერიკულ ატომურ ელექტროსადგურებს

როგორც აშშ-ს ბირთვული ენერგიის კომისიის ხელმძღვანელმა გრეგორი ჯეცკომ განაცხადა ექსპერტთა ჯგუფი სისტემატურ და მეთოდურ შემოწმებას უტარებს ამერიკულ ატომურ ელექტროსადგურებს, რათა დაადგინოს საჭიროა თუ არა აწმყო პროგრამებსა და ინსტრუქციებში ცვლილებების შეტანა, რათა უფრო უსაფრთხო გახდეს ამ სადგურების ოპერირება. მომავალი სამი თვის განმავლობაში ექსპერტთა ჯგუფმა ამ საკითხზე სამი მოხსენება უნდა გამოაქვეყნოს. როგორც იაცკომ აღნიშნა ექსპერტებისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციას იაპონიიდან იქ შექმნილი ვითარების ირგვლივ. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გასულ კვირას გასცა განკარგულება ძირფესვიანად შეისწავლონ ამერიკული ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების საკითხი.

XS
SM
MD
LG