ამას შეიძლება მოჰყვეს მუამარ კადაფის ძალებთან სამხედრო დაპირისპირება. უშიშროების საბჭოს ათმა წევრმა ამ რეზოლუციას მისცა ხმა. ბრაზილიამ, ჩინეთმა, გერმანიამ, ინდოეთმა და რუსეთმა თავი შეიკავეს. ეს რეზოლუცია გაეროს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს ყველა აუცილებელი ზომა მიიღონ ლიბიაში მოსახლეობის დაცვისათვის. რეზოლუციაში შეშფოთებაა გამოთქმული ლიბიაში მდგომარეობის გაუარესების გამო. მასში გაკეთებულია განცხადება სასწრაფოდ შეწყდეს ცეცხლი და ძალმომრეობა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. გაეროს ამ რეზოლუციას ქალაქ ბენღაზიში მიესალმნენ ოპოზიციის წევრები. აშშ-მ უკვე დაიწყო მზადება გაეროს რეზოლუციის პრაქტიკული განხორციელებისათვის. იტალიამ გამოაცხადა, რომ ამ მიზნებისათვის სიცილიაში სიგონელას სამხედრო-საჰაერო ბაზას გამოყოფს, ხოლო კანადა კი რეგიონში მის 6 ავიაგამანადგურებელს აგზავნის.
გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა ლიბიის საჰაერო სივრცის ფრენებისათვის აკრძალულ ზონად გამოცხადების ინიციატივა.