ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ატომურ ელექტროსადგურებზე საუბრობს


ობამა ატომურ ელექტროსადგურებზე საუბრობს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ატომური ელექტროსადგურები ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა აშშ-სათვის

ერთ-ერთი სატელევიზიო სადგურისათვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ ატომური ელექტროსადგურების კონსტრუქცია გათვლილია იმაზე, რომ გაუძლონ სტიქიურ უბედურებებს, მათ შორის, მიწისძვრებს. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ არ არსებობს ამ სადგურების სრული უსაფრთხოების გარანტია. გამომდინარე აქედან, საჭიროა მუდმივი მუშაობა, რათა გაუმჯობესდეს ბირთვული ტექნოლოგიები და ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების სტანდარტები.

XS
SM
MD
LG