ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი:სანქციებმა ირანის მიმართ სასურველი შედეგი გამოიღო


კლინტონი:სანქციებმა ირანის მიმართ სასურველი შედეგი გამოიღო
კლინტონი:სანქციებმა ირანის მიმართ სასურველი შედეგი გამოიღო

როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ამტკიცებს მისი აზრით ირანის მიმართ დაწესებული სანქციები სასურველ შედეგს იღებს.

როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ამტკიცებს მისი აზრით ირანის მიმართ დაწესებული სანქციები სასურველ შედეგს იღებს. გუშინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე მან ირანის მთავრობა გააკრიტიკა ორმაგი სტანდარტისათვის. როგორც მან აღნიშნა ერთ მხრივ ირანი მიესალმებოდა მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლებს ეგვიპტესა და ტუნისში, ხოლო მეორეს მხრივ კი უხეში ძალით ახშობს საპროტესტო გამოსვლებს ირანში. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ რაც აშშ-ს მთავრობამ შავ სიაში შეიყვანა ორი ირანელი მაღალჩინოსანი ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისათვის. ამ სიაში შევიდა თეირანის გენერალური პროკურორი და რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთი მეთაური. ამიერიდან აშშ-ს ყველა მოქალაქეს ეკრძალება რაიმე საქმიანი ურთიერთობა ამ პირებთან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG