ტუნისის დროებითმა მთავრობამ განაცხადა, რომ 1800 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის ისლამისტური პარტიის წევრებიც, რომელიც დღემდე აკრძალულია ტუნისში. ამას გარდა პროკურატურამ დაიწყო ყოფილი პრეზიდენტის ზინე ელ აბიდინ ბენ ალის ოჯახის წევრების უცოეთის ბანკების ანგარიშების და მისი სხვა ქონების საქმის გამოძიება. ქვეყნის დროებითმა პრეზიდენტმა ფუად მებაზამ ტელევიზიით გააკეთა განცხადება, რომელშიც მაღალი შეფასება მისცა ტუნისის რევოლუციას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ბენ ალის კონსტიტუციონალური დემოკრატიული პარტიის დიქტატურას ერთხელ და სამუდამოდ დაესვა წერტილი.
პოპულარული
1