სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი მუნ-ბაკმა განაცხადა, რომ ოფიციალურ სეულს სხვა არჩევანი არაქვს გარდა იმისა, რომ ჩაერთოს ექვსმხრივ მოლაპარაკებაში ფხენიანთან, რათ ამით მაინც შეჩერდეს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა. ეს განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ ადგილიაქვს სამხრეთ კორეის ჩრდილოეთ კორეისადმი პოზიციის შეცვლას. სამხრეთ კორეა თვეების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ჩინათისა და ჩრდილოეთ კორეის ზეწოლას ექვსმხრივი მოლაპარაკების განახლებაზე.