ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონს ირანის ახალი განცხადება არ აშფოთებს


ვაშინგტონს ირანის ახალი განცხადება არ აშფოთებს

შეერთებული შტატები და ევროკავშირი ირანული ნავთობისთვის ბაზრის ჩაკეტვას ცდილობენ

შეერთებულმა შტატებმა არც თუ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ირანის გუშინდელ განცხადებას ახალი თაობის ცენტრიფუგების წარმოებაში გაშვების შესახებ, რომელიც ურანის გამდიდრების პროცესს დააჩქარებს და ბირთვული საწვავის მიღებას გააადვილებს. სახელმწიფო დეპარტამენტის რეაქციას ამ საკითხზე „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ სტერნი არკვევდა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამოსვლა გადასცა. მან განაცხადა რომ 20 პროცენტამდე გამდიდრებული ურანი რეაქტორში ისხმება, რომელიც ბირთვულ იზოტოპებს აწარმოებს.

ირანის განცხადებით, ახალი კარბონატული ცენტრიფუგები და ბირთვული საწვავის სარტყელები მნიშვნელობანი ნაბიჯია ბირთვული პროგრამის ფარგლებში, გაეროს სანქციების მიუხედავად, რომელიც ირანის ბირთვული ციკლის შეჩერებას ისახავს მიზნად.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ ოთხშაბათს თეირანის განცხადებას დიდი გავლენა არ მოუხდენია.

„ეს არ არის მნიშვნელოვანი სიახლე. როგორც ჩანს ეს გადაჭარბებულია. ირანელები მრავალი თვის მანძილზე ადგენენ მიღწევების კალენდარს. ეს განცხადება უფრო შიდა აუდიტორიაზე იყო გათვლილი,“ - განაცხადა ნულანდმა.

შეერთებული შტატები და ევროკავშირი ირანული ნავთობისთვის ბაზრის ჩაკეტვას ცდილობენ, რაც თეირანის შემოსავლებს დიდი დარტყმას მიაყენებს. ნულანდის თქმით, ირანი ნათლად გრძნობს საერთაშორისო და დიპლომატიური იზოლაციის შედეგებს, რაც ეკონომიკური ზეწოლითა განპირობებული.

შეკითხვაზე თუ რატომ მოახდინა ვაშინგტონმა ირანის ბოლო განცხადების იგნორირება, ნულანდმა უპასუხა, რომ ქვეყნებმა რომლებიც თვალს ადევნებენ ირანის ბირთვულ პროგრამას, კარგად იციან, თუ რა მნიშვნელობა ქონდა თეიარანის ამ განცხადებას.

ამასთანავე ევროკავშირმა განაცხადა, რომ მათ მიიღეს ირანის პასუხი გაგზავნილ წინადადებაზე, რომელიც თეირანს ბირთვული პროგრამის შესახებ რუსეთთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან, ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების განახლებას სთავაზობდა. როგორც ნულანდმა აღნიშნა, ეს ქვეყნები უკვე სწავლობენ თეირანის წერილის შინაარსს, რომლის დაკონკრეტებაც ნულანდმა არ ისურვა.

XS
SM
MD
LG